შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ალექსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1896-1924 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავე; ცეკვავდა საოპერო დადგმების ქორეოგრაფიულ სცენებში: "რუსლანი და ლიუდმილა" (მ. გლინკა), "დემონი" (ა. რუბინშტეინი) და სხვა; ასრულებდა როგორც ქართულ ისე კავკასიის ხალხთა ცეკვებს (ბუხარის ემირისაგან მიღებული ჰქონდა ჯილდო); მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური ცეკვების პროპაგანდის საქმეში; ქართველ მოცეკვავეთა კვალიფიცირებული კადრის მომზადების მიზნით 1902 წელს თბილისში დააარსა ხალხური ცეკვების პირველი სტუდია, რომელსაც სათავეში ედგა 1934 წლამდე; მისი მოწაფეები იყვნენ ი. სუხიშვილი, მ. სულხანიშვილი, ა. ჩიხლაძე, რ. ჭოხონელიძე და სხვები; 1895 წელს პარიზში, რუსულ ეთნოგრაფიულ გამოფენაზე ქართული ცეკვების შესრულებისათვის ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" გამოაქვეყნა სტატია ქორეოგრაფიის შესახებ: რა არის ცეკვა ან რა მნიშვნელობა აქვს / ა. გ. ალექსიძე // თეატრი და ცხოვრება.-თბილისი,1924.-14 დეკემბერი,№18/21.-გვ.10 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.105; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.7; მთაწმინდელი მოცეკვავე : (ალექსი ალექსიძე), 1874-1934 : მონოგრაფია / ლილი გვარამაძე.-თბ.,2017.-გვ.88; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.7-9
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |