Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ამირანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიგოეთი, ლანჩხუთის რაიონი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს. 1930 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1962–1976წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; არსებობს ამირანაშვილის სახელობის სტიპენდია; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საოპერო ხელოვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; მის შემოქმედებას ახასიათებს ეროვნული თვითმყოფადობა, მგზნებარე ტემპერამენტი და ვოკალურ-დრამატული განსახიერების სანიმუშო მთლიანობა; ხელი შეუწყო ქართველი კომპოზიტორების ახალი ოპერების წარმატებას, აღსანისნავია მისი კაკო(ანდრიაშვილის "კაკო ყაჩაღი"), ავთანდილი(მშველიძის "ამბავი ტარიელისა", სახელმწიფო პრემია, 1947), გოჩა(აზმაიფარაშვილის "ხევისბერი გოჩა") და განსაკუთრებით ჩალხია(თაქთაქიშვილის "მინდია"), არტისტიზმი სრული ძალით გამოვლინდა არაქართულ ოპერებშიც, ევგენი ონეგინის(ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), გრიაზნოის(რიმსკი–კორსაკოვის "მეფის საცოლე"), ამონასროს, რიგოლეტოს, დი-ლუნას, იაგოს(ვერდის "აიდა", "რიგოლეტო", "ტრუბადური", "ოტელო"), ესკამილიოს(ბიზეს "კარმენი"), ფიგაროს(როსინის "სევილიელი დალაქი"), ტონიოს(ლეონკავალოს "ჯამბაზები"), სკარპიას(პუჩინის "ტოსკა") პარტიებში; გადაღებულია კინოფილმში "ქეთო და კოტე"(1948, თავადი ლევანი, რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი); იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის, მინსკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქების, აგრეთვე სახალხო დემოკრატიული ქვეყნების საოპერო სცენებზე. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 16 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |