Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაჟდენ ალისუბნელი![]()
Biographyსწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტში. თანამშრომლობდა გაზეთებში "დროებასა" და "თეატრებში". დაბეჭდილი აქვს წერილების სერია "ხმა ქუთაისიდან"–ეკონომიკის, კულტურის და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმოხილვანი. "თეატრში" ბეჭდავდა კრიტიკულ წერილებს ("ჩვენ ლიტერატურაზედ", "ჩვენ პუბლიცისტთა მიმართ"). აქვეყნებდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებსაც. მისი ლირიკა საზოგადოებრივ–პუბლიცისტური ხასიათისაა. თემებითა და მოტივებით ძალიან ჰგავს აკაკი წერეთლის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელთა შემოქმედებას. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. თარგმნა ჯ. ბაირონის ("მოგონება", "ებრაული მელოდია"), ფ. შილერის ("სამშობლოს გმირნი", "მეფანდურის ქალი"), მ. ლერმონტოვის ("სიმღერა გლადიატორთა") თხზულებები. მასვე ეკუთვნის გამოხმაურება ე. ბოსლეველის მკვლელობაზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.110
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |