The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაჟდენ ალისუბნელი

ოფიციალური სახელი:რაჟდენ ჩიკვაიძე
დაბადების თარიღი:1863
გარდაცვ. თარიღი:1890  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტში.

თანამშრომლობდა გაზეთებში "დროებასა" და "თეატრებში". დაბეჭდილი აქვს წერილების სერია "ხმა ქუთაისიდან"–ეკონომიკის, კულტურის და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმოხილვანი. "თეატრში" ბეჭდავდა კრიტიკულ წერილებს ("ჩვენ ლიტერატურაზედ", "ჩვენ პუბლიცისტთა მიმართ"). აქვეყნებდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებსაც. მისი ლირიკა საზოგადოებრივ–პუბლიცისტური ხასიათისაა. თემებითა და მოტივებით ძალიან ჰგავს აკაკი წერეთლის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელთა შემოქმედებას. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. თარგმნა ჯ. ბაირონის ("მოგონება", "ებრაული მელოდია"), ფ. შილერის ("სამშობლოს გმირნი",  "მეფანდურის ქალი"), მ. ლერმონტოვის ("სიმღერა გლადიატორთა") თხზულებები. მასვე ეკუთვნის გამოხმაურება ე. ბოსლეველის მკვლელობაზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.110


გააზიარე: