Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ალექსიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1962 წელს. 1967–1973 წლებში მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1974–1983 წლებში და 1987 წლიდან იყო საქართველოს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1983–1987 წლებში იყო აშშ–ს მცენარეთა დაცვის ექსპერტი. მან შეისწავლა საქართველოს პირობებში ხეხილისა და ვაზის მავნებლების ბიოეკოლოგია, მათი რიცხობრიობის მარეგულირებლი ფაქტორები და დაამუშავა მათ წინაარმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებები. პირველად საქართველოში ხეხილის აგროცენოზებისათვის დაადგინა მავნე და სასარგებლო მწერების ურთიერთდამოკიდებულება მათემატიკური მოდელირებისა და ელექტრონულ–გამომთვლელი მანქანების გამოყენებით, გამოიკვლია პესტიციდების მოქმედება მავნე და სასარგებლო მწერებზე და შეიმუშავა ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი უსაფრთხოდ გამოყენების მეთოდები; არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 17 მონოგრაფიისა და 10-ზე მეტი ბროშურის, 80-ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალებში; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1989), ენტომოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.105; საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის უწყებები: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.277 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |