The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სვეტლანა ალილუევა (სტალინა)

სვეტლანა ალილუევა
Other name:ლანა პიტერსი
Date of birth:28 February, 1926
Date of death:11 November, 2011  (at 85 years)
Category:Translator, Publicist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

საშუალო განათლება მიიღო მოსკოვში და სწავლა მ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელა. შემდგომში დაამთავრა საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია რუსულ ფილოლოგიაში.

დაბადებიდან ატარებდა სტალინის გვარს. 40–იანი წლების ბოლოს ორჯერ გათხოვებისა და "უღირსი" საქციელის გამო მამამ ჩამოართვა თავისი გვარი და დედის გვარზე გადაიყვანა. 1967 წელს მოსკოვში გარდაიცვალა მისი მესამე ქმარი, ინდოელი ჟურნალისტი. მან მთავრობისაგან ქმრის დასაკრძალავად ინდოეთში წასვლის ნებართვა მიიღო, საიდანაც შვეიცარიის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. მას ჩამოერთვა საბჭოთა მოქალაქეობა. ამერიკაში გამოსცა თავისი პირველი წიგნი "ოცი წერილი მეგობარს"(დაიწერა მოსკოვის ახლოს აგარაკზე 1963 წელს, გამოიცა 1967 წელს). მან დასავლეთში გამოსცა კიდევ რამდენიმე წიგნი: "მხოლოდ ერთი წელი"(1970), "წიგნი შვილიშვილებისათვის. მოგზაურობა სამშობლოში"(1991). წარმატება ხვდა მხოლოდ პირველ წიგნს, რომელიც ეპისტოლარულ–მემუარული ხასიათისაა ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის, როგორც სტალინის მოღვაწეობაზე, ისე მისი ოჯახის წევრთა ცხოვრებაზე, თუმცა ამ ცნობებს ტენდენციურობის დაღი აზის. 1984 წლის 10 ნოემბერს სვეტლანა ალილუევამ ითხოვა სამშობლოში დაბრუნების ნებართვა და ნოემბრის ბოლოს უკვე მოსკოვში იყო. მას დაუბრუნეს საბჭოთა მოქალაქეობა  და საცხოვრებლად მიუჩინეს თბილისი. ორი წლის შემდეგ იგი კვალვ ამერიკაში დაბრუნდა, ცხოვრობდა ინგლისშიც. გარდაიცვალა აშშ-ში, უისკონსინის შტატში, მოხუცთა თავშესაფარში. იოსებ სტალინის ქალიშვილი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. მემუარისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.110


Share: