Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ გვახარია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის ფაკულტეტი 1963 წელს. ქ. მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ფიზიკური ქიმიის სპეციალობით 1968 წელს. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და სამეცნიერო პროექტში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ანალიზის ინსტრუმენტული მეთოდები, გარემოს ობიექტების კვლევა, ეკოლოგია, ეკოლოგიური რისკების შეფასება, საქართველოს მიწისქვეშა წყლების კვლევა, შავი ზღვის ეკოლოგია, ჰიდროქიმია, საქართველოს მიწისქვეშა წყლები და ა.შ. წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს ფიზიკურ ქიმიასა და ნივთიერებათა აღნაგობაში; არის სამეცნიერო-კვლევითი ფირმა "გამას" დამფუძნებელი; 2009 წლიდან ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში გარემოს ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელი; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ასწავლის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და გამოყენებითი ეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Исследование природы OH групп в цеолитах", დაიცვა 1970 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |