Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გალაქტიონ ალფაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1937 წელს, თბილისის საარტილერიო სასწავლებელი 1940 წელს, ფ. ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემია 1951 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, დნეპრთან, დნესრტთან, კიშინიოვთან, ბალატონის ტბასთან. 1975–1992 წლებში იყო მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის მთავარი კონსტრუქტორი და დირექტორის მოადგილე. გენერალ–ლეიტენანტი. საბჭოთა კავშირის გმირი (28 აპრილი, 1945 წელი). მიღებული აქვს საზღვარგარეთის ქვეყნების (რუმინეთი, უნგრეთი) ჯილდოები. იყო ქალაქ მირნის (1975), მალოიაროსლავეცის (1985) და ტყიბულის საპატიო მოქალაქე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.116 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |