The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაკა ელბაქიძე

მაკა ელბაქიძე
Date of birth:5 September, 1965  (58 years)
Category:Educator, Philologist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, (მიმართულება - ქართული ფილოლოგია 1987 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა რუსთველოლოგიის სპეციალობით 1990 წელს.

1990-1994წწ. უმცროსი, 1994-2006 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების ლაბორატორიაში; 2000-2003წწ. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა; 2006 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, მარიამ მაგდალინელის კოლეჯში (შუასაუკუნეებისა და რენესანსული ლიტერატურის განყოფილება); 2005-2008წწ. ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების დარგობრივი კოლეგიის თავმჯდომარე და საუნივერსიტეტო საგამომცემლო კოლეგიის წევრი; 2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი ფილოლოგიის) სექციის სადისერტაციო კომისიის, კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციისა (ICLA) და ასევე კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) გამგეობის წევრი; აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში. ავტორია 40-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომისა და მონოგრაფიის. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: რუსთველოლოგია, ქართული ლიტერატურა, კომპარატივისტული ლიტერატურა და ა.შ. 2006 წლიდან ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალ "ლიტერატურული ძიებანის" მთავარი რედაქტორი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

წყარო: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი: litinstituti.ge

Bibliography


Share: