შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით თარხნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ბანგორის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი, 1996-1997) და ბონის ზოოლოგიის ინსტიტუტში (გერმანია, 1999-2003). მისი ძირითადი კვლევითი საკითხებია: ამფიბიების და ქვეწარმავლების ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, პოპულაციური გენეტიკა და ევოლუცია. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; სხვადასხვა დროს იყო სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2015 წლიდან არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამფიბიების სახეობათაშორისი კონკურენცია", დაიცვა 1987 წელს (სვერდლოვსკის ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი). წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |