The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ანდღულაძე

დავით ანდღულაძე
Date of birth:15 October, 1895
Date of death:29 November, 1973  (at 78 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1925 წელს.

1926 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, სადაც შედგა მისი დებიუტი (რიჩარდი, ვერდის "ბალ–მასკარადი"); ამავე სეზონში შეასრულა კანიოს (ლეონკავალოს "ჯამბაზები"), რადამესის (ვერდის "აიდა") და კავარადოსის (პუჩინის "ტოსკა") პარტიები; 1927-1929წწ. იყო კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის სოლისტი, სადაც ასრულებდა ლევკოს (რიმსკი–კორსაკოვის "მაისის ღამე"), რუდოლფის (პუჩინის "ბოჰემა"), გრიგორის (მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი") პარტიებს; 1929–1933წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შექმნა დონ-ხოზესა (ბიზეს "კარმენი") და გერმანის (ჩაიკოვსკის "პიკის ქალი") ვოკალურ-სცენური სახეები; 1933–1935წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, იქ პირველად შეასრულა მანრიკოს (ვერდის "ტრუბადური") და რაულის (მაიერბერის "ჰუგენოტები") პარტიები; 1935 წლიდან კი კვლავ თბილისს დაუბრუნდა; მის მიერ შესრულებული პარტიებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია აბესალომი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა ქართული ხელოვნების I დეკადაზე მოსკოვში (1937), ასევე ტარიელი (შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), ოტელო (ვერდის "ოტელო"); ფლობდა ფართო დიაპაზონის, ძლიერი, ლამაზი ტემბრის დრამატულ ტენორს, აქტიორული ნიჭი და სცენური გარეგნობა კი ხელს უწყობდა შეექმნა მუსიკალურ-სცენური სახეების მდიდარი გალერეა; გასტროლებით შემოიარა ყოფილი სსრკ მრავალი ქალაქი; 1946 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1958 წლიდან პროფესორი, 1967–1973წწ. სოლო სიმღერის კათედრის გამგე; მისი მოწაფეები არიან: ზ. ანჯაფარიძე, ზ. სოტკილავა, ნ. ანდღულაძე, ე. გეწაძე, ა. ფირცხალავა; მისმა მოღვაწეობამ ღრმა კვალი დაამჩნია ქართული საშემსრულებლო ხელოვნებისა და ვოკალური პედაგოგიკის განვითარებას.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 17

Awards and Honors

  • 1973 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1950 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1947 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

Share: