შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ კარტოზია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1957 წელს. 1957 წლიდან - თბილისის 24-ე საშუალო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1958 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სწავლული მდივანი; 1959-1962წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა, სპეციალობა ქართველური ენები; 1963 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისია, მეცნიერ-თანამშრომელი; 1966 წლიდან - ამ კომისიის სწავლული მდივანი; 1994 წლიდან - თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი; 1999 წლიდან - ამავე ინსტიტუტის ქართველურ ენათა სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია; წლების განმავლობაში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტისა და თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოების წევრი, ჟურნალ "ენათმეცნიერების საკითხების" სარედაქციო კოლეგიისა და "ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის" სარედაქციო საბჭოს წევრი. სამეცნიერო სტატიები აქვს გამოქვეყნებული უცხო ენაზე ევროპის სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენის ენობრივი ასპექტები", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლაზური ენა და მისი ადგილი ქართველურ სისტემაში", დაიცვა 2004 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 557; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.471 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |