The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დედისიმედი

Date of birth:15??
Date of death:15??
Category:Politician

Biography

XVI საუკუნის II ნახევრის სამცხე–საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწე, ქაიხოსრო II-ის მეუღლე, ბაგრატ მუხრანბატონის ასული; 1573 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დებორას სახელით მონაზვნად შედგა, მაგრამ შვილის, ჯერ კიდევ ყმაწვილი და გამოუცდელი ყვარყვარეს ათაბაგად გახდომისთანავე ისევ დაუბრუნდა პოლიტიკურ ცხოვრებას და სამთავროს ფაქტობრივი მმართველი გახდა; 1576-1579წწ. სამცხეში შინაფეოდალური ომის დროს ხშირად პირადად ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს; ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის (1578) შემდეგ ისევ მესხეთში დარჩა, საკანაფის ციხეში გამაგრდა და იქიდან ხელმძღვანელობდა თურქთა წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობას; დედისიმედი მიჩნეულია "მესხური დავითნის ქრონიკის" ერთ-ერთ ავტორად, ცოცხალი ჩანს 1595 წლამდე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.350


Share: