The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ბაშკიროვი

დიმიტრი ბაშკიროვი
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1954 წელს(საფორტეპიანო).

სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში" გამოჩენილ ქართველ პედაგოგთან, ქართული საშემსრულებლო სკოლის ერთერთ ფუძემდებელთან – ანასტასია ვირსალაძესთან; 1955 წელს გახდა ერთერთი ყველაზე ცნობილი კონკურსის გრან პრის მფლობელი - მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე(პარიზი); ამ წლიდან იწყება მისი, როგორც პიანისტის წარმატებული და ხანგრძლივი კარიერა; ამავე წელს ის იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობასაც; მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მას აკრძალული ჰქონდა საბჭოთა კავშირიდან საზღვარგარეთ გასვლა, ის თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში გამოდიოდა კონცერტებით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ დარბაზებში, საუკეთესო მუსიკოსებთან - დირიჟორებთან, ინსტრუმენტალისტებთან, მომღერლებთან; არანაკლები აღიარება(მეტი თუ არა) მოუტანა მას პედაგოგიურმა მოღვაწეობამ და დღეს ის ერთერთი წამყვანი პედაგოგია მსოფლიოში, მას იწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურიში; 1957 წლიდან არის პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1977 წლიდან პროფესორი; უკანასკნელი წლების განმავლობაში მუშაობს აგრეთვე მადრიდის(ესპანეთი) კონსერვატორიაში; მრავალი წლის მანძილზე გასტროლებს მართავდა საბჭოთა კავშირისა და უცხოეთის ქალაქებში; რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს ზალცბურგში, ვენაში, ციურიხში, იერუსალიმში, ბაზელში, ჰელსინკიში, ლონდონში, ბერლინში, ლისაბონში, ვერბიეში, კომოში, ესენში, შანხაიში, ათენში; მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ის ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი მადრიდში ცხოვრობს, მას საქართველოსადმი სიყვარული არ განელებია და როგორც კი ეძლევა საშუალება ჩამოდის თბილისში; მისმა ხელოვნებამ საქართველოს მსმენელთა არაერთი თაობა მოხიბლა და არაერთმა ნიჭიერმა ქართველმა პიანისტმა გაიარა მისი მასტერკლასი. 

წყარო:  მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 37

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, პარიზი
  • შანხაის კონსერვატორიის "საპატიო პროფესორის" წოდება
  • მოსკოვის კონსერვატორიის "საპატიო პროფესორის" წოდება
  • რურის ფესტივალის საპატიო ჯილდო, გერმანია
  • მადრიდის უნივერსიტეტის საპატიო მედალი
  • რსფსრ სახალხო არტისტი
  • მეფე ალფონს X ორდენი, ესპანეთი
  • რობერტ შუმანის საპატიო მედალი

გააზიარე: