The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაგო კაჭკაჭიშვილი

იაგო კაჭკაჭიშვილი
Date of birth:11 December, 1965  (58 years)
Category:Scientist, Educator, Sociologist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1987 წელს.

სოციოლოგიის დოქტორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. კითხულობს კურსებს როგორც სოციალური თეორიების, ისე კვლევის მეთოდების სფეროში. აკადემიური საქმიანობის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული ემპირიული კვლევების განხორციელებაში. ხელმძღვანელობს არასამთავრობო კვლევით ორგანიზაციას "სოციალური ანალიზისა და კვლევის ინსტიტუტი" (ISSA). მონაწილეობა აქვს მიღებული ორმოცდაათზე მეტ საერთაშორისო პროექტში, როგორც პროექტის დირექტორს და/ან ანალიტიკოსს. არის 5 წიგნის და 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი/თანაავტორი, რომელთა ნაწილი დაბეჭდილია საერთაშორისო გამოცემებეში ინგლისურ და რუსულ ენებზე. არის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის ("Social Policy And Social Work In Transition’’) თანარედაქტორი (ჟურნალი გამოიცემა დიდ ბრიტანეთში). ერთობლივი აკადემიური და კვლევითი პროექტები აქვს განხორციელებული შემდეგ უნივერიტეტებთან: ნიუ-ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ლივერპულის უნივერსიტეტი (ინგლისი), ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი (გერმანია), შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტი (ინგლისი), ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), ვილნიუსის პედაგოგიური უნივერსიტეტი (ლიტვა), ლუბლიანას უნივერსიტეტი (სლოვენია). 2006 წლიდან არის ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის სამი საგრანტო პროექტის აკადემიური ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სოციალური მოქმედების თეორიები", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.549; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი: issa-georgia.com

Bibliography


Share: