The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ დევდარიანი

დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 1989  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1961 წელს; თბილისის სახელმწიფო კოპნსერვატორია 1966 წელს.

1961 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; 1978-1986წწ. იყო თბილისის ქანდაკების კომბინატის მთავარი მხატვარი; მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "ახალგაზრდა მეცნიერი" (1961, საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი), "ქალიშვილის პორტრეტი" (1962, საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი), "ძმათა სასაფლაოზე" (1964, საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი), "კოლმეურნე" (1976, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), "მამა"(1980, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), "წერილი ფრონტიდან" (1986, სურათების გალერეა, მოსკოვი), "ალპინისტი" (1987, სურათების გალერეა, მოსკოვი); არის ვეფხისტყაოსნისადმი მიძღვნილი სერიის ავტორი (1966-1967, ჭედურობა); მხატვრულად გააფორმა ზ. ფალიაშვილის სახლმუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია (1962); შექმნა ქართველ მუსიკოსთა ბარელიეფები; 1962-1988წწ. აქტიურად მონაწილეობდა საზღვარგარეთის ქვეყნებში მოწყობილ სამხატვრო გამოფენებში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.355

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: