Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვერა კაპეტივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972 წელს წელს იყო I კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1973 წელს II კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ჰემატოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ექიმი–ლაბორანტი; 1980 წელს ამავე კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა N6 კათედრის დოცენტი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის. კვლევის თემა: ბუნებრივი პრეპარატების ციტრონისა და კალცილატის მოქმედების ეფექტურობის შესწავლა ზოგიერთი შინაგანი დაავადების მკურნალობაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო განყოფილების ექიმი-ინსპექტორი. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კალიკრეინ–კინინური სისტემის ცვლილებები ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.141; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.334 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |