შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო კარანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980 წელს იყო თბილისის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ინტერნი; 1980–1983წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1983–19987წწ. მიკრობიოლოგიის კათედრის ლაბორანტი და ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს თვალის განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის; სტუდენტთა სამეცნიერო წრის მეცნიერ–ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაცია შესრულებული აქვს მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილების ბაზაზე. ექიმი - ოფთალმოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თვალის ჭრილობისა და ოპერაციის შემდგომი ინფექციის მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა ". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.141 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |