Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1976 წელს (ინგლისური ენის სპეციალობით). 1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციაში რედაქტორად, უფროს რედაქტორად, 1989 წლიდან ამავე რედაქციის განყოფილების გამგედ; 1979–1996წწ. მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კორპორაციის ხალხური შემოქმედების რედაქციაში; 1980–1990წწ. განსაკუთრებით პოპულარული გახდა როგორც საესტრადო მომღერალი, იყო შესანიშნავი სოლისტი და პარტნიორი (მღეროდა დუეტში ე. მამალაძესთან, მ. ძიძიგურთან, მ. ჯაბუასთან, თ. ჭოხონელიძესთან ერთად); 1976–1983წწ. მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ "ფაზისში", 1986 წლიდან კი ანსამბლ "ქართულ ხმებში", ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა(გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ინგლისი, ესპანეთი, ბელგია, იტალია, შვეიცარია); ის ძირითადად მაინც საესტრადო სიმღერების შემსრულებელია, ამ ჟანრით გატაცება ხალხური სიმღერების მისეულ შესრულებაშიც აისახა და განსაკუთრებული ელფერი შესძინა; 1999 წელს ის მეოცე საუკუნის საუკეთესო საესტრადო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს; თბილისში 24-ე სკოლის წინ, სადაც ის სწავლობდა, დაიდგა მისი ბიუსტი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 81 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |