Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდუყაფარ ამილახვარი![]()
Biographyანდუყაფარ გივის ძე ამილახვარი იყო ქართლის მსხვილი ფეოდალი, ირანული ორიენტაციის ფეოდალთა ლიდერი, თავადური რეაქციის ტიპობრივი წარმომადგენელი XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლში. ირანის წინაააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით მოწყობილი აჯანყების დროს, 1625 წელს ქართველებმა შეიპყრეს და არშის ციხეში დაამწყვდიეს. მარაბდის ბრძოლაში გამარჯვებულმა ირანელებმა ამილახვარი გაათავისუფლეს და მამული დაუბრუნეს. იგი ზედიზედ აწყობდა ლაშქრობებს მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ. ამოწყვიტა ღაზნელთა საგვარეულო, ააოხრა მცხეთა და გაძარცვა ეკლესია-მონასტრები. ამილახვარის დაღუპვის შემდეგ მოწინააღმდეგებმა ამოწყვიტეს მისი ოჯახი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.128
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |