შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ კიკვიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1998წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და შემდეგ ბოტანიკის ინსტიტუტი; საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტი; ეკოლოგიური განათლების კურსი გლაზგოს სტრათკლაიდის უნივერსიტეტის ჯორდანჰილის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი); 1994-1998წწ. მონაწილეობდა საქართველოს სკოლებში ეკოლოგიური განათლებისა და სამოქალაქო აღზრდის დანერგვის პროექტებში; 1998-2007წწ. ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ჩიბას უნივერსიტეტში (იაპონია) და არიდული ზონების ექსპერიმენტულ სადგურში (ალმერია, ესპანეთი); 2007-2012წწ. - ტოკიოს უნივერსიტეტის ასოცირებლი პროფესორი (იაპონია); მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მცენარეთა ეკოლოგია, მათი სახეობრივი მრავალფეროვნება და გეოგრაფიული განაწილებები ეკოლოგიურ გრადიენტებზე, სახეობათა თანაცხოვრების წესები და ორგანიზმთა შორის ურთიერთქმედება, ეკოლოგიური განათლება, ეთნო-ეკოლოგია და სოციო-ეკოლოგია. როგორც მოწვეულ მკვლევარს ან პროფესორს, უმუშავია გერმანიის, იაპონიის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, საფრანგეთის უნივერსიტეტებში, განხორციელებული აქვს საკვლევი პროექტები ჩილესა და მექსიკაში; Journal Of Vegetation Science-ის და Phytocoenology-ს მაკოორდინირებელი რედაქტორი; 2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი; 2013 წლიდან ინტერდისციპლინური ბიოლოგიის უვადო პროფესორი. 2014 წლიდან არის 4D კვლევითი ინსტიტუტის თანადირექტორი. 2015 წლიდან იყო ეთნო-ბიოლოგიური და სოციო-ეკოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო, პედაგოგიური და სამეცნიერო-პოპულარული შრომა. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნატრიუმ-კალიუმ-ატეფაზის ფუნქციური რეგულაცია", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბიოლოგიური სისტემების სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაცია", დაიცვა 1993 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.110; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.26-27 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |