The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დემეტრე ამილახვარი

Date of birth:1720
Date of death:1773  (at 53 years)
Category:Nobleman, Military Person

Biography

დემეტრე ამილახვარი იყო XVIII საუკუნის 50–60–იანი წლების პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის სამეფო კარის სახლთუხუცესი, გივი ამილახვრის ბიძაშვილი და თანამებრძოლი, ალექსანდრე ამილახვრის მამა, ერეკლე II–ის მოწინააღმდეგე ბანაკის ერთ–ერთი მეთაური. თავდაპირველად თეიმურაზ II და ერეკლე II ანგარიშს უწევდნენ მას და დაუმოყვრდნენ კიდეც. თეიმურაზ II–ის ასული ელისაბედი ცოლად შერთეს დემეტრე ამილახვრის ვაჟს გიორგის. ერეკლე II–მ დაარღვია ეს ქორწინება და ამილახვარი პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაცილა. 1765 წელს იგი მონაწილეობდა პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში. მეთაურობდა  ე. წ. "მარკოზაშვილის დარბაზის" მემარჯვენე ფრთას. შეთქმულების დამარცხების შემდეგ, სახელმწიფო დარბაზმა  ერეკლე II–ის თხოვნით საჯაროდ გაასამართლა პაატა ბატონიშვილის თანამოაზრენი, დემეტრე ამილახვარს ჩამოართვა მამულები, ქონება და "სახალხო შერცხვენით" დასაჯა. ფიზიკური სასჯელისაგან დაინდეს ავადმყოფობის გამო. გარდაიცვალა 80–იან წლებში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.129


Share: