The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ლიჩელი

ვახტანგ ლიჩელი
Date of birth:16 April, 1948  (77 years)
Category:Archaeologist, Scientist, Explorer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიიის ფაკულტეტი 1971 წელს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და ინსბრუკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მრავალ ქართულ და ქართულ–უცხოურ არქეოლოგიურ ექსპედიციას. არქეოლოგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გრაკლიანის გორაზე ბოლოდროინდელ უნიკალურ აღმოჩენას. ავტორია 3 მონოგრაფიისა და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, ინგლისში, კანადაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ინტერდისციპლინარული კვლევები არქეოლოგიაში, არქეოლოგიის თეორიისა და მეთოდოლოგიის საკითხები, ეკონომიკური ურთიერთობები და კულტურათა დიალოგი ძვ.წ. II-I ათასწლეულებში. ცნობილი ქართველი არქეოლოგი.  

საკანდიდატო დისერტაციაის თემა -  "შიდა კოლხეთის მატერიალური კულტურა ძვ.წ. III-I სს-ში", დაიცვა 1981 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - “ძველი საქართველო ელინისტური სამყაროს სისტემაში", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.396

Awards and Honors

  • 2021 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი
  • 2018 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2016 - წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემია (პოლონეთი)
  • 2013 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2011 - ბორჯომის საპატიო მოქალაქე

Bibliography


Share: