The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მეიფარიანი

თამარ მეიფარიანი
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:მკვლევარი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1079 წელს; 1984-1988 წლებში თბილისისა და მოსკოვის პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტების ასპირანტურა; 1995 წელს დიდ ბრიტანეთში (გლაზგო) გაიარა სასერტიფიკაციო კურსი ეკოლოგიურ განათლებაში; 1996 წელს სამოქალაქო აღზრდისა და ადამიანის უფლებათა სასერტიფიკაციო კურსი უნგრეთში; 1997 წელს ამავე ქვეყანაში სასკოლო პროცესის მენეჯმენტს სწავლობდა.

იყო სამოქალაქო აღზრდისა და გარემოსმცოდნეობის ცენტრ "გაიას" პროგრამის კოორდინატორი და განათლების ეროვნული პროგრამის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ავტორია წიგნებისა და ქართულ თუ უცხოურ პერიოდიკაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ასევე, საერთაშორისო ტრენინგებისა და პროექტების ორგანიზატორი. 2000 წლიდან საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორი. 1999 წელს გაიმარჯვა ნომინაციაში "ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები"(ქ. მოსკოვი).

წყარო: https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=456

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - საუკეთესო პედაგოგ-მკვლევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: