შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ მეიფარიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1079 წელს; 1984-1988 წლებში თბილისისა და მოსკოვის პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტების ასპირანტურა; 1995 წელს დიდ ბრიტანეთში (გლაზგო) გაიარა სასერტიფიკაციო კურსი ეკოლოგიურ განათლებაში; 1996 წელს სამოქალაქო აღზრდისა და ადამიანის უფლებათა სასერტიფიკაციო კურსი უნგრეთში; 1997 წელს ამავე ქვეყანაში სასკოლო პროცესის მენეჯმენტს სწავლობდა. იყო სამოქალაქო აღზრდისა და გარემოსმცოდნეობის ცენტრ "გაიას" პროგრამის კოორდინატორი და განათლების ეროვნული პროგრამის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ავტორია წიგნებისა და ქართულ თუ უცხოურ პერიოდიკაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ასევე, საერთაშორისო ტრენინგებისა და პროექტების ორგანიზატორი. 2000 წლიდან საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორი. 1999 წელს გაიმარჯვა ნომინაციაში "ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები"(ქ. მოსკოვი). წყარო: https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=456 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |