შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუჯი ამაშუკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე. უმთავრესად მუშაობს გამოყენებითი ხელოვნების დარგში. 1974 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში, აქტიურად მონაწილეობს საფრანგეთის კულტურულ ცხოვრებაში და სარგებლობს დიდი პოპულარობით. მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: საფრანგეთი (1975, 1981,1982), გერმანია (1983), აშშ (1986, 1987), ინგლისი (1988). მხატვრის ნამუშევრები ექსპონირებულია საფრანგეთის, აშშ–ს, გერმანიის წამყვან მუზეუმებში. სამი ნამუშევარი–აღდგომის სასანთლე, ემბაზი და თუნგი (მოვერცხლილი სპილენძი) შეიძინა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარმა. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფორმის უზადო გრძნობა, მასალის ფაქტურის გამოვლენის უნარი. გუჯი ამაშუკელის ნამუშევრები შექმნილია ძველი და თანამედროვე ფორმების შერწყმით. მისი კომპოზიციები სადა და მონუმენტურია. მხატვარმა შეისწავლა ძველი ბერძნული, აღმოსავლური, ბიზანტიური, განსაკუთრებით კი ქართული ხელოვნება, ამიტამაც ქმნის თანამედროვე ხელოვნებისათვის დამახასიათებელ ფორმებს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ტრადიციულ ხელოვნებასთან. მისი შემოქმედება ქართული ხელოვნების სულისკვეთებითაა აღბეჭდილი. ოქრომჭედელი. მიღებული აქვს საფრანგეთის ჯილდოები: "ოქროს ოსკარი" (1980), "ოქროს პალმა" (1982), ხელოვნების ოსტატთა დიდი პრიზი (1987), არის "ხელოვნებისა და ლიტერატურის" ორდენის კავალერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.119 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |