The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ პაპასქირი

ზურაბ პაპასქირი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1975 წელს.

1976 წლიდან სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ლექტორი; 1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი; 1981-1989 წწ.  აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველო-აფხაზეთის ისტორიის კათედრის დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე. 1989 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე; თსუ სოხუმის ფილიალის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2006-2019 წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითის მუშაობის სამსახურის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი. 1994-2006 წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი (1994). 2006 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2019 წელს არჩეულია უვადოდ), ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი; 250-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 20-მდე მონოგრაფიის (წიგნის) ავტორი და თანაავტორი; არის «Gardarika» – International scientific Journal-ის სარედაქციო საბჭოს წევრი http://ejournal26.com/en/redakcionniy-sovet.html.

საკანდიდატო დისერტაცია – "საქართველო და აღმოსავლეთი ევროპა XI-XII საუკუნეებში" (მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1978).

სადოქტორო დისერტაცია – "შუა საუკუნეების საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა X ს. 70-იანი – XI ს. 80-იანი წლები" (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი –  1991)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1998-)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 2010 - რუსთაველის სტიპენდია
  • 2002 - ღირსების მედალი
  • 1998 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1982 - საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: