Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ კაციტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958–1965წწ. მუშაობდა ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში; 1965–1978წწ. ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში; 1978–1991წწ. სამედიცინო პარაზიტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ეპიდემიოლოგიის სამეცნიერო ცენტრში; 1991–1996წწ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში; 1996 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომის, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 24 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. არის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუცლის ტიფისა და დიზენტერიის ინდიკატორული ფაგების შერჩევა", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კვებითი ტოქსიკოინფექციების ზოგიერთი ზოგიერთი გამოწვევის ბიოლოგიური თავისებურებანი". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.143; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.380 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |