Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ კაჭახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სსამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959–1961წწ. იყო ქ. სტალინირის N47913 სამხედრო ნაწილის სამხედრო ექიმი; 1961–1964წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასპირანტი; 1964–1971წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს პათოლოგ–ანატომი; 1970–1989წწ. თბილისის ჯანდაცვის სამინისტროს კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომის. იყო პასუხისმგებელი კურატორი მთელი კახეთის ზონის, სამეგრელოს, კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის რაიონების. დერმატო–ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შემაერთი ქსოვილის სტრუქტურის მდგომარეობა დაბერების პროცესში", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.145 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |