შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იასე ამილახვარი![]()
ბიოგრაფიაიასე ამილახვარი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მსხვილი ფეოდალი, გივი ამილახვრის ბიძაშვილი. ცოლად ჰყავდა ქართლის მეფის იესეს ასული ხორეშანი. მიუხედავად ამისა, მხარს უჭერდა ერეკლე II-ს თავისი ცოლისძმის აბდულა–ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთგულებისათვის ერეკლე II-მ კახეთში მამულები უბოძა. 1754 წელს თამაზ ანდრონიკაშვილის გადაყენების შემდეგ, დროებით დანიშნეს ქიზიყის მოურავად. 1756 წელს ქიზიყის მოურავობა კვლავ თამაზს დაუბრუნეს, ამილახვარი კი ქიზიყიდან გაიწვიეს და ქართლის სამეფო კარის სახლთუხუცესად დანიშნეს. მანვე შეინარჩუნა სარდლის სახელო. 70-იან წლებში იასე ამილახვარმა განსაკუთრებით თავი გამოიჩინა ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.129
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |