შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჟუჟუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1991 წელს; ასპირანტურის სრული კურსი საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სპეციალობით 1997 წელს.
1995 წლიდან რუსეთის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, შემდეგ დოცენტი; 1999-2003წწ. მას იგივე თანამდებობები ეკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში; რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლდათ. 2006 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჯერ ასისტენტ-პროფესორი, შემდგომ ასოცირებული პროფესორი; ამავე დროს, ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. ავტორია 60 ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის. მისი კვლევის სფერო კავკასიაში რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა წარმოადგენდა. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XV-XVIII საუკუნეების რუსეთის საარქივო მასალები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო", დაიცვა 1997 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |