Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური დევდარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ვოლოგდა, რუსეთი. დაამთავრა ლენინგრადის წყლის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1930 წელს. 1930-1947წწ. მუშაობდა თბილისში "ჰიდროენერგოპროექტში" ჯგუფის ხელმძღავანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი საკვანძო საკითხის გადაჭრაში ალაზნის, ჭანისწყალის, გიუმუშის, ხრამი, გუმათის, ქლუხორის და სხვა ჰესების დაგეგმარებაში; 1947 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში მუშაობს, რომელიც 1971 წელს, რეორგანიზაციის შედეგად თბილისის მეცნიერებათა აკადემიის ა. დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტად ჩამოყალიბდა: 1979-1986წწ. სექტორის გამგე; 1986-1989წწ. წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; მისი შრომები ეხება უმთავრესად ენერგოსისტემების განვითარების საკითხებს; ავტორია 50-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო გამოკვლევის. სამეცნიერო მუშაობისათვის მომზადებული ყავს 6 ასპირანტი და ხარისხის მაძიებელი. ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1965). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.355; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 103-104 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |