შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე დევიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1906 წელს; ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1910 წელს. 1917 წლიდან დაინიშნა სამტრედიის ახალგახსნილი გიმნაზიის დირექტორად; 1930-1940წწ. იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის გამგე, პარალელურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო მათემატიკური განათლების ერთ–ერთი ორგანიზატორი; მან სხვებთან თანაავტორობით შექმნა მათემატიკის 20–მდე სახელმძღვანელო, რომლებიც 1923-1940წწ. ქართული სკოლებისათვის ძირითადი ლიტერატურა იყო მათემატიკაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.358 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |