The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან შენგელია

ქეთევან შენგელია
Date of birth:12 February, 1965  (60 years)
Category:Scientist, Poet, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს.

1987 წლიდან მუშაობდა თბილისის 150-ე საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1989-1993წწ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ექსკურსია-მძღოლი, მეცნიერთანამშრომელი; 1993-2003წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2003-2005წწ. უნივერსიტეტში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კაბინეტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2007წწ. ახალგაზრდა მწერალთა წრე "ლიტერატურული დახელოვნების სახელოსნო"-ს ხელმძღვანელი და ლექტორი; 2010 წელს მიყავდა ინტერნეტ ტელევიზიაში საავტორო გადაცემა "საუბრები ხელოვანთა შესახებ"; 2010-2011წწ. საავტორო ყოველკვირეული რადიორუბრიკა " მშვენიერების სამყაროში" წამყვანი; 2011 წლიდან  წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ლექტორი და ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი; 2006-2014წწ. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი. 2017 წლიდან ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ პროექტს "სამი სავარძელი ხელოვანთათვის". 1985 წლიდან მისი ლექსები, ესეები, მოთხრობები, თარგმანები და წერილები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები თარგმნილია რამდენიმე ენაზე. შეტანილია სხვადასხვა ტიპის პოეზიის ანთოლოგიებში და კრებულებში საქართველოსა და უცხოეთში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა თუ სიმპოზიუმში. ლიტერატურათმცოდე, ფილოლოგიის დოქტორი. აქვს საკუთარი ინტერნეტ გვერდი: keti.ge

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართველ მწერალთა მიმართებები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასთან", დაიცვა 2000 წელს.

Member of Organizations

  • Art კლუბი "შავი ლომი", დამფუძნებელი (2017-)
  • ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • მწერალთა ასოციაცია "მნათობი", გამგეობის წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მეგობართა კლუბი, წევრი
  • ქართულ-ესპანური კულტურის ცენტი, წევრი

Awards and Honors

  • 2019 - პრემია "საგურამო", პოეზია
  • 2017 - ნიკო სამადაშვილის სახელობის პრემია
  • 2017 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია
  • 2016 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • 2015 - ანა კალანდაძის სახელობის პრემია
  • 2015 - ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის პრემია

Bibliography


Share: