შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრია დეკანოზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რუისი, გორის რაიონი. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1879 წელს. XIX საუკუნის 90–იან წლების ბოლოს იმყოფებოდა ევროპაში, პოლონეთსა და საფრანგეთში; იმავე წლებში დაბრუნდა საქართველოში, თანამშრომლობდა "ცნობის ფურცელსა" და სხვა ქართულ გაზეთებთან; 1901 წლიდან დაუახლოვდა გაზეთ "ცნობის ფურცლის" ეროვნულ–რადიკალურ ჯგუფს; შემდგომში იგი აირჩიეს საქართველოს სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის საინიციატივო ჯგუფის მთავარ კომიტეტში; ამ კომიტეტის ბაზაზე და მისი ძალისხმევით შეიქმნა პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში – სოციალისტ–ფედერალისტთა პარტია; იგი მონაწილეობას იღებდა პარტიის პროგრამის შემუშავებასა და მის საქმიანობაში; 1920 წელს იყო საზოგადოება "ჩემო–ს" წარმომადგენელი ჰააგაში; 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში; გამოქვეყვებული აქვს 5 ნოველა – "პეპელა"(1893), "დაღუპული" (1893), "სულერთია რომ ვეღარ გამობრუნდება" (1895), "ის კი მოდიოდა" (1896), "სხვისია, სხვისი!" (1897); ეს ნოველები ითარგმნა რუსულ ენაზე; საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.360; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.127 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |