Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან ჩოლოყაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1971 წელს. 1972–1990წწ. ფოლკლორისტული სამეცნიერო ექსპედიციების მონაწილე; 1971-1987წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი; 1987-2004წწ. ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი; 1985 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1998 წელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. 1988-1992წწ. თბილისის მე-6 გიმნაზია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1993-2001წწ. თბილისის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში, პროფესორ-მასწავლებელი; 1996-2000წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი; 2000-2006წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2007-2010 და 2008-2011წწ. სამეცნიერო გრანტების გამარჯვებული. არაერთი ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მონოგრაფიის რედაქტორი. 2006 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელი და ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |