The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი დეკანოიძე

დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1927
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1984  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მერჯევი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მეაბრეშუმეობის ფაკულტეტი 1949 წელს.

1952 წლიდან მუშაობდა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1979-1984წწ. იყო აგრონომიული ფაკულტეტის დეკანი და 1981-1984წწ. ენტომოლოგიის კათედრის გამგე; გამოიკვლია ვაზისა და თუთის კულტურების ენტომო და აკაროფაუნა; შეისწავლა უმთავრესი სახეობების ბიოეკოლოგია, დაადგინა საქართველოში გავცელებული ჭიჭინობელების ტაქსონომიური შედგენილობა; აღმოაჩინა და აღწერა ახალი სახეობა – ვაზის ჭიჭინობელა [Erythroneura imeretina (Dekanoidz)]; ენტოლოგიის საერთაშორისო კატალოგში შეტანილია ქერცლფრთიანთა ერთ–ერთი წარმომადგენელი, რომელიც მის გვარს ატარებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ენტომოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1978).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.361

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: