შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ამისულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს. 1946–1975 წლებში მუშაობდა გაზეთების რედაქციებში, საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში, წიგნის პალატაში, გამომცემლობებში. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 1938 წელს. პირველი კრებული "ლექსები" გამოაქვეყნა 1940 წელს. ცალკე წიგნებად გამოვიდა მისი ლექსების, ბალადებისა და პოემების კრებულები: "ლექსები"(1956,1967, 1975, 1976, 1985), "თალარი"(1947), "ყამირის ყვავილები"(1950), "დარიალიდან ყარაყუმამდე"(1952), "ბალადა სიყვარულისა"(1952), "ძმადნაფიცები"(1955), "ლექსები, პოემები"(1956), "გამარჯვების სალუტები"(1957), "ქართული მიწა"(1958), "ლაშქარა ყვავილები"(1959), "აშვებული აფრები"(1960), "ცის გახსნა"(1962), "პოემები"(1962), "ტაშირი"(1963), "წყურვილი"(1964), "ბალადები"(1966), "რჩეული"(1968), "საუბარი გაზაფხულთან"(1970), "ლექსები სამშობლოზე"(1971), "გონგორა"(1976), "ჭიდილი სიტყვასთან"(1979). გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებულები: "შავი მუშამბა"(1970), "ფერთა დღეობა"(1971), "ბურბურა ბალახი"(1973), "მოთხრობები"(1976), აგრეთვე ლიტერატურული წერილების კრებული "შაირი, ბურთი და მოედანი"(1974). რუსულად გამოცემულია შალვა ამისულაშვილის ლექსების რამდენიმე კრებული. II მსოფლიო ომის მონაწილე, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.136 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |