Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახაბერ ქოიავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის გეოლოგიის სპეციალობით 1998 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, რომლის დამთავრების შემდეგ 2000 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი (სპეციალობა პალეონტოლოგია და სტრატიგრაფია). 1998-2000წწ. იყო ალ. ჯანელიძის სახეოლობის გეოლოგიის ინსტიტუტის პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილების ლაბორანტი, 2000-2005წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 2005-2008წწ. მეცნიერ თანამშრომელი, 2009 წლიდან არის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1999-2001წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზოგადი გეოლოგიის და პალეონტოლოგის, კათედრაზე კითხულობდა ლაბორატორიულ კურს "ზოგად გეოლოგიაში". საერთაშორისო ჟურნალებსა და კონფერენციებზე გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო წერილი, 16 გაფართოებული აბსტრაქტი, არის ერთი საინსტიტუტო ანგარიშის თანაავტორი. საკანდიდატო დისერტაცია თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს სარმატული ნალექების ბიოსტრატიგრაფია ფორამინიფერების მიხედვით", დაიცვა 2006 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |