The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბარბარე ამირეჯიბი

ბარბარე ამირეჯიბი
Date of birth:1872
Date of death:1939  (at 67 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Composer, Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართველ მუსიკოსთა პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მუსიკალური განათლება მიიღო მოსკოვის კონსერვატორიაში. ქართული ფილარმონიული საზოგადოების დაარსებისთანავე, 1905 წელს, მისი გამგეობის წევრი და ხაზინადარი იყო. 1908 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო სკოლაში, 1921 წლიდან კი I სამუსიკო სასწავლებელსა და თბილისის კონსერვატორიაში. ბარბარე ამირეჯიბი იყო საქველმოქმედო საღამო–კონცერტების ინიციატორი და როგორც პიანისტი გამოდიოდა საკონცერტო პროგრამებით. დაწერილი აქვს საფორტეპიანო ნაწარმოებები. პიანისტი, პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.134; ჟურნალი გზა: gza.kvirispalitra.ge

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების დამახმარე, წევრი (1902-1904)

Share: