შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ დეკანოსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღარიხევი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახკინმრეწვთან არსებული კინოსაოპერატორო კურსები. 1942 წლიდან მუშაობდა დამდგმელ ოპერატორად დოკუმენტურ და სამეცნიერო–პოპულარულ ფილმებზე; ძირითადი ნამუშევრები: "სახლი მწვერვალზე" (1947), "სამგორი" (1948), "ქართლის ბაღები" (1952), "უძველესი ქალაქის გაზაფხული" (1958), "ამბავი ერთი ცდისა"(1959), "მეგობრების შეხვედრა" (1960), "თბილისი – 15 საუკუნე და ერთი დღე" (1966); II მსოფლიო ომის პერიოდის ფილმები: "სევასტოპოლისათვის ბრძოლაში" (1944), "ბრძოლა კავკასიისათვის" (1944); ფილმები ქართველ ალპინისტებზე – "უშბა" (1946, ბ. კრეპსთან ერთად), "პამირის მწვერვალებზე"(1954), "მთები და წლები" (1963); გ. ასათიანთან ერთად გადაიღო ფილმები: "ნადირობა ჯუნგლებში" (1959), "მოგზაურობა ნეპალში" (1959), "ალჟირის დღიური" (1961), "საჰარა" (1962), "უძველესი კულტურის ქვეყანა" (1963); კინოოპერატორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.362 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |