Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მზია წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი 1985 წელს. 1990-1993წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 1993-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრა, დოცენტი; 2006-2008წწ. - ასოცირებული პროფესორი; 2006-2008წწ. - კავკასიის ბიზნეს სკოლა, მოწვეული ლექტორი; 2008 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი და თანაავტორი, ასევე განათლების ფსიქოლოგიის კონცენტრაციის ხელმძღვანელი, სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი; 2008-2010წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2010-2011წწ. - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის" ეროვნული შეფასებების, კვლევებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი; 2012-2013წწ. ფსიქომეტრიკოსი ექსპერტის პოზიცია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში; 2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევისა და შეფასების სამმართველოს უფროსი; 2014 წლიდან - განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეხსიერებაში სემანტიკური ინფორმაციის შენახვის ფორმებისა და მექანიზმების შესახებ", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გენდერული ცნობიერების ფორმირებისა და მოქმედების ფსიქოლოგიური მექანიზმები", დაიცვა 2005 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.597; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |