შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ხმალაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1974 წელს. სწავლა გააგრძელა მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტის მიზნობრივ ასპირანტურაში. 1977-1990წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის კათედრის მასწავლებლი, შემდეგ დოცენტი; 1990-2006წწ. - დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 2006 წლიდან - ეკონომიკური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: ხუთი სახელმძღვანელო, ერთი ლექციების კურსი. არის სამეცნიერო ნაშრომების რედაქტორი, სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი. მონაწილეობდა ხუთ საერთაშორისო და ორ რესპუბლიკურ სამეცნიერო-საგრანტო პროექტში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1998). სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებები და ეკონომიკური შედეგები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.542; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |