The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის დემეტრაძე

ბორის დემეტრაძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1934
გარდაცვ. თარიღი:17 ივლისი, 2000  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1957 წელს.

1957-1959წწ. მუშაობდა დონბასის შახტებში; 1960-1972წწ. სხვადასხვა პარტიულ–სამეურნეო სამუშაოზე საქართველოში; 1984-1989წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის დეკანი; 1989 წლიდან გარდაცვალებამდე სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრის გამგე; 1998 წელს "სამთო ჟურნალის" დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და ხუთი სახელმძღვანელოსი; ამჟამად საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საწავლო შახტი–ლაბორატორია მისი სახელობისაა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სამთო ინჟინერი, პროფესორი (1985).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.373; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.33-34; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.134

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2000-)
  • საქართველოს სამთო საზოგადოება, თავმჯდომარე (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სასწავლო შახტა–ლაბორატორიისა და სახელმძღვანელოს შექმნისათვის "შახტა-ლაბორატორია: უმაღლესი სკოლის სასწავლო-საწარმოო ბაზის ახალი ფორმა''

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: