შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტის ლითონმცოდნეობისა და ლითონთა თერმული დამუშავების სპეციალობით 1967 წელს. 1961-1963წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1971წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი; 1967-1986წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათამცოდნეობის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1992-1998წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური სამმართველობის უფროსი; 1998-2002წწ. - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმარებისა და სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების მთავარი სამმართველოს უფროსი; 2003-2004წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კვლევებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი; 1997-2005წწ. - ნატო-ს სახმელეთო შეიარაღებული ჯგუფის საქართველოს ეროვნული კოორდინატორი; 2006-2007წწ. - ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007 წლიდან - ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1999), პოლკოვნიკი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდი: science.org.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.123; ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.ge; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.192-193 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |