შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუარსაბ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1931 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ვ. ვილშაუს სავიოლინო კლასი) 1931 წელს. 1932–1935 წლებში სწავლობდა ლენინგრადის ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის კონსერვატორიის ასპირანტურაში (ალტის კლასი, ხელმძღვ. პროფ. პ. სოსინი). 1925–1928 წლებში უკრავდა "ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების" ორკესტრში, საოპერო სტუდიისა და რუსთაველის თეატრის ორკესტრში. 1928–1945 წლებში იყო საქართველოს პირველი სიმებიანი კვარტეტის შემადგენლობაში (ალტი), როგორც სოლისტი და კონცერტმაისტერი. სისტემატურად გამოდიოდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიისა და რადიოს ორკესტრებში. 1935 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიასა (1947 წლიდან პროფესორი) და ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სამუსიკო ათწლედში. 1935 წელს კონსერვატორიაში დააარსა სპეციალური ალტის კლასი. მისი მოწაფეები იყვნენ მევიოლინეები: ი. ლეუსი, ჰ. შავერდიანი, გ. მელიქიშვილი, მისი ქალიშვილები: მარინე, ირინე და ნანა იაშვილები, ალტისტი ა. ბეგალიშვილი, კომპოზიტორები: რ. ლაღიძე, ირ. გეჯაძე, შ. შილაკაძე. 1967–1974 წლებში მოღვაწეობდა ეგვიპტეში ქ. კაიროს კონსერვატორიაში პედაგოგად. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 115; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.35 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |