| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ კერესელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948–1949წწ. იყო თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ექიმი–მიკრობიოლოგი; 1949–1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1952–1960წწ. ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1960–1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტი; 1972-1974წწ. რესპუბლიკის მთავარი ეპიდემიოლოგი; 1974–1996წწ. კათედრის გამგე; 1964–1970წწ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელი სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონში, ინდოეთში; 1984-1997წწ. შტაბბინაში შვეიცარიაში; 1974-1977წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიისა და ვირუსოლოგიის სექტორს; 1992-1998წწ. იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი საქართველოში; ავტორია 101 სამეცნიერო ნაშრომის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებზე, რომელთაგან 1 სახელმღვანელოა ("ეპიდემიოოგია" თანაავტორი., 1981) და 3 გამოქვეყნებული მონოგრაფია. მიღებული ჰქონდა ახლადშექმნილი ორდენი "ბიფურკაციული ნემსი" და ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის სერთიფიკატით (1976). 1992 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი, მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტისხეულთა გამომუშავებისა და რეპროდუქციის საკითხისათვის", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაცია - "ქოლერა–ეპიდემიოლოგია, პროფილაქტიკა და კონტროლი", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.147; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.152; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.555-558 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

