The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან კვაჭაძე

რომან კვაჭაძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯურყვეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1966წწ. იყო ქედის რაიონის სოფელ ზვარეს ამბულატორიის გამგე–ექიმი; 1966–1968წწ. ფოთის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი–ქირურგი; 1968–1970წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1970–1985წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს მორიგე ანესთეზიოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრის გამგე (1976-1982); 1985-1987წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედ-სან ნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგე; 1987-1995წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა ქირურგიული განყოფილების გამგე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული,  მაჟორიტარი №61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქიდან. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის.  სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კლინიკა "კარაბადინის" ასისტენტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაციული წყლულების ქირურგიული მკურნალობის შედარებითი შედეგები", დაიცვა 1976 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.149; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 201;  წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "იმედი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: