Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ანდრონიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოჟიო, ახმეტის რაიონი. 1853 წელს შეიყვანეს გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა ჟურნალებში–"ცისკარი", "განდეგილი"(1860,№5), "კნეინა ბარბარე ჯორჯაძისას"(1861,№3),"სიზმარი"(1866,№3), "ფშეხის ხეობა"(1866,№4). დაწერილი აქვს პატრიოტული ხასიათის ლექსები: "ჩემს მამულს", "მერცხალს". მოთხრობა "უბედური", პუბლიცისტური წერილი "რამდენიმე სიტყვა დიმიტრი ყაზბეგზე". განსაკუთრებით საინტერესოა მისი მთარგმნელობითი მუშაობა. ჯერ კიდევ 1857 წელს გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი ნ. კარამზინის მოთხრობა "საბრალო ლიზა". შემდეგ თარგმნა ე. ვერდერევსკის "შამილთან ტყვეობა", გ. ვეისენველზის მოთხრობა "ცხოვრების ტალღები", ა. პუშკინის ნაწარმოებები: "ჰუსარი", "№–ს","გრაფი ნულინი", "ბოშები" და სხვ. საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.150; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.152
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |