შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოჟიო, ახმეტის რაიონი. 1853 წელს შეიყვანეს გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა ჟურნალებში–"ცისკარი", "განდეგილი"(1860,№5), "კნეინა ბარბარე ჯორჯაძისას"(1861,№3),"სიზმარი"(1866,№3), "ფშეხის ხეობა"(1866,№4). დაწერილი აქვს პატრიოტული ხასიათის ლექსები: "ჩემს მამულს", "მერცხალს". მოთხრობა "უბედური", პუბლიცისტური წერილი "რამდენიმე სიტყვა დიმიტრი ყაზბეგზე". განსაკუთრებით საინტერესოა მისი მთარგმნელობითი მუშაობა. ჯერ კიდევ 1857 წელს გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი ნ. კარამზინის მოთხრობა "საბრალო ლიზა". შემდეგ თარგმნა ე. ვერდერევსკის "შამილთან ტყვეობა", გ. ვეისენველზის მოთხრობა "ცხოვრების ტალღები", ა. პუშკინის ნაწარმოებები: "ჰუსარი", "№–ს","გრაფი ნულინი", "ბოშები" და სხვ. საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.150; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.152
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |